ახალი ამბები

უდუმაშვილის თქმით, მცხეთის მერიასთან ბოთლი ესროლეს

3 დეკემბერი, 2019 • 1064
უდუმაშვილის თქმით, მცხეთის მერიასთან ბოთლი ესროლეს

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, მცხეთაში “ქართული ოცნების” კონტრაქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბოთლი ესროლა. როგორც უდუმაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, ის ინტერვიუს აძლევდა ჟურნალისტს.

“ბოთლი მესროლეს თუ ჩამარტყეს… ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ”, – ამბობს უდუმაშვილი.

“ასლანის მეთოდებით ცდილობს ბიძინა ივანიშვილი… ასლანმა როგორც დაამთავრა, კარგად იცით”, – ამბობს ის.

მცხეთაში, მერიის შენობასთან, სადაც დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ოფისიც მდებარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი აპროტესტებენ ამ ადგილას გუშინ მომხდარ ძალადობას ახალგაზრდული მოძრაობა “გაბედეს” წევრების წინააღმდეგ.

შენობასთან შეკრებილი არიან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები. ადგილზე სიტუაცია დაძაბულია, მობილიზებულია პოლიციაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი