ახალი ამბები

22 საათის შემდეგ მცხეთის რესტორნებიც დაიკეტება

20 ოქტომბერი, 2020 • 1493
22 საათის შემდეგ მცხეთის რესტორნებიც დაიკეტება

22 საათის შემდეგ რესტორნები მცხეთის მუნიციპალტეტშიც დაიკეტება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ნათია მეზვრიშილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ეპიდსიტუაციის გაუარსების გამო, თბილისში 22 საათის შემდეგ რესტორნები დაიკეტა, ეპიცენტრმა მცხეთში გადაინაცვლა. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თბილისის მსგავსად მცხეთაში ანალოგიური რეჟიმი დაწესდეს. რესტორნებს და ბარებს მუშაობა 07 საათიდან 22 საათამდე შეუძლიათ.

“ძალიან გთხოვთ, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მაქსიმალურად დავემორჩილოთ და არა მხოლოდ იმ ადგილებში შევიკავოთ თავი ასეთი ტიპის აქტივობებისგან და ღონისძიებებისაგან, სადაც აკრძალვებია დაწესებული, არამედ, ზოგადად, არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისაგან მაქსიმალურა შევიკავოთ თავი. ეს კეთდება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილებები კონკრეტულ გამოცდილებებსა და ლოგიკაზეა არის დაფუძნებული. იგი ამბობს, რომ არ იგეგმება მასშტაბური შეზღუდვების დაწესება, რადგან ამას ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს.

“ამიტომ, გთხოვთ კიდევ ერთელ, მოვითხოვთ, მოგიწოდებთ, გემუდარებით… რაც გინდათ ის დავარქვათ ამას, წესები დავიცავთ მაქსიმალურად”, – განაცხადა მეზვრიშილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი