“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა, რათა იქ შეხვედრები გამართოს. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს პარტიის წარმომადგენელმა, გიორგი ახვლედიანმა დაუდასტურა.
ახვლედიანი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ბურჯანაძე მოსკოვში 2 დღეს გაატარებს, ჩამოსვლის შემდეგ კი ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას თავადვე გააკეთებს. ახვლედიანი უარყოფს ინფორმაციას, რომ ბურჯანაძე მოსკოვში პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება. რაც შეეხება ვიზიტის მიზნებს:
“იქნება შეხვედრები პოლიტიკოსებთან… ,“ – ამბობს გიორგი ახვლედიანი.
ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტისთვის და შეხვედრებისთვის პერიოდულად მიემგზავრება.
ბოლო პერიოდში ნინო ბურჯანაძე გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად ქვეყანაში პროპორციული არჩევნების დანიშვნას ითხოვს და საპროტესტო პროცესებშიც მონაწილეობს.