25 ნოემბერს მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით ქალებმა საპროტესტო მარში გამართეს.
საპროტესტო აქციებზე გამოსული აქტივისტები ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთას და ამ პრობლემის დასაძლევად სახელმწიფოების მხრიდან უფრო მეტ ჩართულობას ითხოვდნენ.
ნეტგაზეთი რამდენიმე ქვეყნის საპროტესტო მარშებიდან ფოტოებს გთავაზობთ:








