ახალი ამბები

ვიდეო: “ოცნების” მხარდამჭერები თათბირობენ, შემდეგ სირცხვილიას აქტივისტებს უტევენ. პოლიცია მხოლოდ ბოლო მომენტში ერევა საქმეში

3 დეკემბერი, 2019 • 1524
ვიდეო: “ოცნების” მხარდამჭერები თათბირობენ, შემდეგ სირცხვილიას აქტივისტებს უტევენ. პოლიცია მხოლოდ ბოლო მომენტში ერევა საქმეში

“ევროპული საქართველოს” აქტივისტი თამარ კაკაბაძე ფეისბუკზე ავრცელებს ვიდეოს, რომელიც “ქართული ოცნების” მომხრეების თავდასხმას ასახავს ოპოზიციონერი აქტივისტების, ასევე სამოქალაქო ჯგუფების მიმართ, რომლებიც მმართველი პარტიის ოფისის წინ იყვნენ შეკრებილი.

ვიდეოში ჩანს, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები თათბირობენ, შემდეგ ოპოზიციონერი აქტივისტების მიმართულებით მიდიან, ხოლო პოლიცია მხოლოდ ბოლო მომენტში, დაპირისპირების დაწყების შემდეგ ერთვება საქმეში.

პოლიციის ქმედებები დღეს არაერთმა აქტივისტმა გააკრიტიკა.

მოგვიანებით “ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციამ მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში“ აქტივისტებსა და “ოცნების“ მხარდამჭერებს შორის კორდონი გააკეთა.

პოლიციამ აქტივისტებსა და “ოცნების“ მხარდამჭერებს შორის კორდონი გააკეთა – [ვიდეო]

სირცხვილიას აქტივისტების ცნობით, აქციაზე მათი 5 თანამებრძოლი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი