ახალი ამბები

კუპრავას, დავლაძესა და კაკაურიძეს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

17 დეკემბერი, 2019 • 1513
კუპრავას, დავლაძესა და კაკაურიძეს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 დეკემბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამ დღეს პარლამენტი ირჩევდა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებს, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

აქციის მიმდინარეობისას პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის იყვნენ ალიკა კუპრავა, ალექსანდრე დავლაძე, დავით კაკაურიძე და ლევან გახელაძე. სასამართლომ კუპრავას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, დავლაძესა და კაკაურიძეს კი – 1500-1500-ლარიანი.

რაც შეეხება ლევან გახელაძეს, ის სასამართლომ არ ცნო სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი