შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მცხეთაში აქციაზე, სადაც მოძრაობა „გაბედეს“ წევრებსა და მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, 7 ადამიანი დააკავეს.
შვიდივე მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული და მათ წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. შსს-ს თანახმად, ეს შვიდი ადამიანი დაკავებულია დაპირისპირების ორივე მხრიდან.
დაკავებულთა შორის არის შალვა ნათელაშვილის შვილი ბექა ნათელაშვილი, რომელიც „გაბედეს“ წევრია.
დეტალებისთვის ნახეთ: