ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალმა ახალგორელ პაციენტებს თბილისში გადმოსვლის უფლება მისცა

2 დეკემბერი, 2019 • 2861
ცხინვალმა ახალგორელ პაციენტებს თბილისში გადმოსვლის უფლება მისცა

დღეს, 2 დეკემბერს, ცხინვალში, დე ფქტო უშიშროების საბჭოს სხდომაზე ახალგორელი პაციენტებისთვის გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით შესაბამისი დადგენილება მიიღეს. ინფორმაციას ოსური საინფრომაციო სააგენტო რეს-ი უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამშვები პუნქტის, “რაზდახანის” გადაკვეთის უფლება მიეცემა პაციენტებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვერ იღებენ შესაბამის მაღალტექნოლოგიურ მკურნალობას.

ასევე, დადგენილების თანახმად, ის პენსიონერები, რომლებსაც პენსიას ქართული მხარე ურიცხავს და საქართველოს გარდა, სხვა მოქალაქეობა არ აქვთ, შეექმნებათ პირობები იმისა, რომ კუთვნილი პენსია მიიღონ.

რამდენიმე თვის წინ ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტი ჩაკეტვის გამო ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნა. კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ შეეხო პაციენტებსა და პენსიონერებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი