ახალი ამბები

ბუკმეკერების აზრით, ევროვიზიის მოგების ფავორიტებს შორის ნინა სუბლატი მე-16 ადგილზეა

20 მაისი, 2015 • • 1582
ბუკმეკერების აზრით, ევროვიზიის მოგების ფავორიტებს შორის ნინა სუბლატი მე-16 ადგილზეა

საბუკმეკერო დაწესებულებების მონაცემები oddschecker.com-მა გააანალიზა. ბუკმეკერების აზრით, გამარჯვების ყველაზე კარგი შანსი შვედეთს აქვს, რომელსაც Måns Zelmerlöw წარმოადგენს სიმღერით – Heroes.  საბუკმეკერო კომპანია Bet365 შვედეთზე თანხის დადების შემთხვევაში 2 კოეფიციენტს გთავაზობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიერ დადებული თანხა გამარჯვების შემთხვევაში 2-ზე გამრავლდება. იგივე კოეფიციენტი აქვს დაწესებული bwins-ს და betfair-ს. ამ თვალსაზრისით, ჯერჯერობით მეორე ადგილზეა იტალია, მესამეზე – რუსეთი, მეოთხეზე – ავსტრალია, ხოლო მეხუთეზე – ესტონეთი.


ნინა სუბლატზე ფულის დადების შემთხვევაში william hill 40 კოეფიციენტს გთავაზობთ, ანუ თქვენ მიერ დადებულ თანხას 40-ზე გაამრავლებს და გამარჯვების შემთხვევაში ანგარიშზე ჩაგირიცხავთ. Bet365-ის კოეფიციანტი 50-ია, betfair-ის 40, ladbrokes-ის – 33.


მოცემული კოეფიციენტები საბოლოო არ არის და ტოტალიზატორები მას პერიოდულად ანახლებენ.


სქრინშოტი http://www.oddschecker.com-ის ვებგვერდიდან
სქრინშოტი http://www.oddschecker.com-ის ვებგვერდიდან


ნინა სუბლატმა ევროვიზიის ფინალში სიმღერის უფლება წუხელ მოიპოვა პირველ ნახევარფინალზე გამოსვლით. მეორე ნახევარფინალი 21 მაისს გაიმართება, ხოლო 23-ში ფინალი ჩატარდება. გამარჯვებული ვინაობას მაყურებელი ავლენს სმს-ების საშუალებით. ევროვიზიის წესების მიხედვით, საკუთარი ქვეყნიდან კონკურსანტს მაყურებლები ვერ დაუმესიჯებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი