ახალი ამბები

შეგვიძლია, ქუჩაში დარჩენა შევთავაზოთ – კობახიძემ ოპოზიციაზე შეხვედრის წინ

30 ნოემბერი, 2019 • 1805
შეგვიძლია, ქუჩაში დარჩენა შევთავაზოთ – კობახიძემ ოპოზიციაზე შეხვედრის წინ

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციასთან დიპლომატების თანდასწრებით შეხვედრის წინ აცხადებს, მმართველ გუნდს ოპოზიციისთვის არაფრის შეთავაზების ინტერესი არ აქვს და შეუძლიათ, რომ მათ ქუჩაში დარჩენა შესთავაზონ

„ჩვენ არაფრის შეთავაზების ინტერესი არ გვაქვს, მათ უნდა შემოგვთავაზონ. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად, ქუჩაში დარჩენა შევთავაზოთ. ისინი ქუჩაში თუ დარჩებიან, ჩვენ ეს პოლიტიკურად უფრო მეტად გვაწყობს, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ისინი ყოველდღიურ რეგრესს განიცდიან. ამიტომ შეთავაზება მათ უნდა გააკეთონ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოპოზიციის შეთავაზებული „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. „ჩვენ ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს, თუ რატომ ეწინააღმდეგება „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციას. მზად ვართ, დავარწმუნოთ კოლეგები ამაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი