ახალი ამბები

კონკურენციის სააგენტოს ირაკლი ლექვინაძე უხელმძღვანელებს

29 ნოემბერი, 2019 • 1371
კონკურენციის სააგენტოს ირაკლი ლექვინაძე უხელმძღვანელებს

პრემიერმა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ ირაკლი ლექვინაზე დანიშნა.

11 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ თანამდებობები დატოვეს. როგორც ლექვინაძე წერდა, თანამდებობის დატოვება წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი: “მინდა აქვე განვაცხადო, რომ ჩემი პოზიციდან წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ვისაუბრებ და ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება !”

ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის პოსტს 2018 წლის იანვრიდან იკავებდა. მანამდე ის თბილისის მერის მოადგილე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი