ახალი ამბები

ჩემი წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ გეგმებს – ლექვინაძე

11 ნოემბერი, 2019 • 1044
ჩემი წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ გეგმებს – ლექვინაძე

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ბიზმესომბუდსმენის თანამდებობის დატოვება წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ის სამომავლო გეგმებზეც წერს, თუმცა არ ამბობს, სად გააგრძელებს საქმიანობას:

“პ.ს. მინდა აქვე განვაცხადო, რომ ჩემი პოზიციდან წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ვისაუბრებ და ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება !”

დღეს, 11 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ თანამდებობები დატოვეს. ლექვინაძის მსგავსად, ლევან კალანდაძეც ამბობს, რომ საქმიანობას “სხვა ფორმატში” გააგრძელებს. “შევხვდებით სხვა ფორმატში..”,-წერს Facebook-ზე.

ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის პოსტს 2018 წლის იანვრიდან იკავებდა. მანამდე თბილისის მერის მოადგილე იყო. ბიზნესომბუდსმენის შესახებ კანონის თანახმად, ბიზნესომბუდსმენს თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი