ახალი ამბები

აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირი, მათ შორის ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

29 ნოემბერი, 2019 • 1248
აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირი, მათ შორის ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

დღეს, 29 ნოემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირი, მათ შორის, ლეიბორისტული პარტიის წევრი – ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.

ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დღეს გამართულ აქციაზე, გარდა დაკავებისა, აქტივისტები და ოპოზიციური ლიდერები განარიდეს – მათ შორის იყვნენ გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი.

აქციამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლა, სადაც ოპოზიციის ცნობით, თეა წულუკიანი იმყოფება

მასალების გადაბეჭდვის წესი