ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ოპოზიციისა და აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათ ბიბლიოთეკასთან პარლამენტიდან გადმოინაცვლეს.

ოპოზიციონერი ლიდერების ინფორმაციით, ბიბლიოთეკაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა მივიდეს და აქცია სწორედ ამასთან დაკავშირებით იმართება.