ახალი ამბები

100 დეპუტატი ეყოფა იმ 198 კაცს, რომელიც გარეთ დგას – კობახიძე აქციაზე

29 ნოემბერი, 2019 • 1347
100 დეპუტატი ეყოფა იმ 198 კაცს, რომელიც გარეთ დგას – კობახიძე აქციაზე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში მყოფი 100 დეპუტატი გაუმკლავდება საპროტესტო აქციის 198 წევრს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

უმრავლესობის სხდომის შემდეგ, რომელიც დღეს დილით აქციამდე დაიწყო, ირაკლი კობახიძე საპროტესტო ტალღას გამოეხმაურა და თქვა, რომ მმართველ გუნდს დეპუტატების შეკავება მოუხდათ.

“რაც შეეხება იმ აქციას, რომელიც გარეთ იმართება, გვიწევს რეალურად, დეპუტატების შეკავება იმისთვის, რომ მათ არ გამოხატონ ის ემოციები, რომლებიც აქვთ გარე აქციასთან დაკავშირებით. ის 100 დეპუტატი ეოფა იმ 198 კაცს, რომელიც პარლამენტის გარშემო დგას, თუ ემოციებზეა საუბარი“, – ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, ოპოზიცია ვერ კრებს საკმარის ხალხს და კრიზისიდან გამოსავალს ეძებს – “200 კაცი 190 კაცი ხდება, 180 და ა.შ. ისინი მილევად რეჟიმში არიან“.

ირაკლი კობახიძე ასევე ამბობს, რომ ოპოზიცია და აქტივისტები, რომლებიც პარლამენტთან აქციას მართავენ, დესტრუქციულად იქცევიან.

“დესტრუქცია კარგია, როდესაც რაღაც გიმაგრებს ზუგრს, როდესაც 200 კაცზე მეტი აქტივი არ გიმაგრებს ზურგს, ამ შემთხვევაში დესტურქცია მათთვისაც დისკომფორტია“, – ამბობს კობახიძე და ამატებს, რომ ოპოზიციამ კარგად უნდა შეაფასოს რესურსები და “200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებენ, ეს საშიშია იმ ორასივე კაცისთვის“.

პარლამენტთან მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, პიკეტირების თავიდან ასაცილებლად მმართველი პარტიის დეპუტატები პარლამენტში გამთენიისას შევიდნენ. უმრავლესობის წევრის, დაჩი ბერაიას ცნობით, ის პარლამენტში 09:30 საათზე მივიდა. მიზეზი კი უმრავლესობის სხდომაა.

დღეს სამართალდამცველ ორანოებს პარლამენტის მიმდებარედ ლითონის ბარიკადები არ აღუმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი