ახალი ამბები

ალასანია: ხიდაშელთან პრაქტიკულად ყველა თემაზე ვისაუბრე

17 მაისი, 2015 • 1465
ალასანია: ხიდაშელთან პრაქტიკულად ყველა თემაზე ვისაუბრე

ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრებთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ პოსტზე ახლად დანიშნულმა ხიდაშელმა მაისის დასაწყისშიც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ აპირებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრები სამინისტროში მიიწვიოს და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ერთად ისაუბრონ.

 

“ირაკლი ჩემი მეგობარია და, ბუნებრივია, მასთან შეხვედრები გაცილებით ხშირი და ინტენსიური მექნება, ვიდრე იმათთან, ვინც არ არიან ჩემი მეგობრები,”– განაცხადა ხიდაშელმა ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ.

 

ირაკლი ალასანიამაც აღნიშნა, რომ საუბარმა მეგობრულად ჩაიარა:

 

“ვისაუბრეთ მეგობრულად პრატრიკულად ყველა თემაზე. იყო ძალიან საჭირო და კარგი შეხვედრა,”– თქვა მან.

 

ასევე, ალასანიას განცხადებით, ხიდაშელთან ისაუბრა იმ გეგმებზეც, რომლებიც მას თავდაცვის სამინისტროში ქონდა.

 

“დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ეს ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც საჭიროა,”– განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


თავდაცვის მინისტრის პოსტზე ხიდაშელის დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანება 1 მაისს გამოსცა. ხიდაშელმა პოსტზე მინდია ჯანელიძე შეცვალა, რომელმაც, თავის მხრივ, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ჩაანაცვლა.


ირაკლი ალასანია და თინა ხიდაშელი. ფოტოები – ალასანიასა და ხიდაშელის Facebook გვერდებიდან
ირაკლი ალასანია და თინა ხიდაშელი. ფოტოები – ალასანიასა და ხიდაშელის Facebook გვერდებიდან


მასალების გადაბეჭდვის წესი