ახალი ამბები

17 მაისი “მრგვალ ბაღში” უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით [ფოტო/ვიდეო]

17 მაისი, 2015 • 1789
17 მაისი “მრგვალ ბაღში” უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით [ფოტო/ვიდეო]

კერძოდ, პოლიციას ჩაკეტილი ქონდა მრგვალი ბაღის ყველა შესასვლელი და ადგილზე მობილიზებული იყო 20-მდე ავტობუსი. ასევე, მონაწილეთა უსაფრთხოების დასაცავად შეკრებაზე დამსწრეებს წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაევლოთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი, ანა რეხვიაშვილი ამბობს, რომ მოხარულია, შეკრებამ მშვიდობიანად რომ ჩაიარა. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიციამ ორგანიზებულად იმუშავა:

“აბსოლუტურად კარგად იყო ორგანიზებული და ძალიან კარგია ეს, თუმცა მანამდეც უსაფრთხოების ბევრი ზომა იყო მიღებული. მე გამიხარდება, რომ საქართველოში ყველა ადამიანმა ისე შეძლოს შეკრება ნებისმიერ ადგილას, რომ წინასწარი რეგისტრაცია არ იყოს საჭირო,“– განუცხადა “ნეტგაზეთს” რეხვიაშვილმა.

შეკრების კიდევ ერთმა მონაწილემ, საიას იურისტმა გიორგი გოცირიძემ განაცხადა, რომ უსაფრთხოების ასეთი განსაკუთრებული ზომების დაცვა მიანიშნებს, რომ ლგბტ  ჯგუფის წარმომადგენელთა და მათი უდლებების დამცველთა უსაფრთხოება სათანადოდ არ არის დაცული:

“ჩვენ შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ მთავრობის გადადგომაზე, თამამად ვაკრიტიკოთ მთავრობა, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაცული იმისგან, რომ როდესაც ვსაუბრობთ ლგბტ პირთა უფლებებზე, ამის გამო ვინმე ქვას არ გვესვრის და ვინმე ფიზიკურად არ გაგვისწორდება. პოლიციელთა ეს რაოდენობა სწორედ ამ ფაქტზე და ამ გარემოებებზე მეტყველებს,“– განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

აქციაზე ძირითადად წარმოდგენილი იყო ევროსასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამონარიდები, რომელიც შეეხებოდა 2012 წლის 17 მაისის საქმეს, როცა ლგბტ თემს საქართველოში არ მიეცა შესაძლებლობა გაემართა საჯარო ღონისძიება ჰომოფობიის წინააღმდეგ, მათ მიმართ განხორციელდა ძალადობა და ამით დაირღვა ევროპული კონვენციის მუხლები (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, დისკრიმინაციის აკრძალვა, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება). აღნიშნულ საქმეზე ევროსასამართლომ საქართველოს 33 500 ევროს გადახდა დააკისრა 13 მოსარჩელის სასარგებლოდ.

ლგბტ თემს შეკრების უფლება არც 2013 წლის 17 მაისს მიეცა, როცა ადგილი ჰქონდა ძალადობას მათ მიმართ. აღნიშულ საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფრთხოება ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 2014 წლის 17 მაისს საქართველოში აღარ გამართულა ლგბტ თემის და უფლებადამცველების აქცია.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრება 17 მაისს ლგბტ თემის სოლიდარობის ნიშნად 17.05.2015
არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრება 17 მაისს ლგბტ თემის სოლიდარობის ნიშნად 17.05.2015

შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოებას პოლიცია იცავდა. შეკრების მიმდინარეობისას მრგვალი ბაღის ყველა შესასვლელს პოლიცია აკონტროლებდა 17.05.2015

პოლიცია შლის მრგვალი ბაღის შესასვლელთან აღმართულ ბარიკადებს შეკრების დასრულების შემდეგ 17.05.2015
პოლიცია შლის მრგვალი ბაღის შესასვლელთან აღმართულ ბარიკადებს შეკრების დასრულების შემდეგ 17.05.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი