ახალი ამბები

შსს: 16 წლის ახალგაზრდის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

16 მაისი, 2015 • 893
შსს: 16 წლის ახალგაზრდის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს–ს ინფორმაციით, დაკავებულმა ფალიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 16 წლის ბაჩანა ჭ. გულ-მკერდის არეში დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

შსს–ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ფოტო –  შსს–ს ვიდეომასალიდან
ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი