შსს–ს ინფორმაციით, დაკავებულმა ფალიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 16 წლის ბაჩანა ჭ. გულ-მკერდის არეში დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

შსს–ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *