ახალი ამბები

ტელეკომპანია “იმედზე” დღეს ივანიშვილის ინტერვიუა დაგეგმილი

27 ნოემბერი, 2019 • 1205
ტელეკომპანია “იმედზე” დღეს ივანიშვილის ინტერვიუა დაგეგმილი

ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, დღეს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე “იმედის” გადაცემა “SWOT ანალიზის” სტუმარი იქნება. ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ბოლოს განვითარებულ მოვლენების შესახებ ნიკა ლალიაშვილის გადაცემაში ისაუბრებს.

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ ეთერში 22:00 საათზე გავა.

ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო დაპირება და მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, ნაცვლად 2024 წლისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი