დღეს, 27 ნოემბერს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ პრესკოფერენცია გამართა, სადაც მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების და მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხის დროს ერთ-ერთმა მათგანმა სანიკიძეს შეახსენა, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი წარსულში მას აუგად მოიხსენიებდა. სანიკიძემ ამაზე უპასუხა, რომ პოლიტიკოსმა საკუთარი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე წინ არ უნდა დააყენოს და დაამატა:
“აგენტს როდის მეძახდა?! თავგასიებულს მეძახდა, კაცო.. მე, სხვათა შორის, ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემი ბიოგრაფიული მონაცემებით დაინტერესდით.. არ არის გასაკვირი, ქართულმა ოცნებამ გამოსცეს ორტომეული – “გუბაზ სანიკიძის ლანძღვა-გინება”, – ამბობს სანიკიძე.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტისთვის კიევში ვალერი გელბახიანი ჩავიდა:
“ნუ დაიჩემებთ, რომ ვალერიზე რეპრესირებული იყო ვინმე მიხეილ სააკაშვილის დროს”, – თქვა სანიკიძემ.
მიუხედავად ამისა, სანიკიძე ამბობს, რომ პოლიტიკოსის აუცილებელი თვისებაა, პირადი წყენები და სიმპათიები ქვეყნის სასარგებლოდ უკან გადაწიოს.
“შერიგებასა და მშვიდობის დამყარებას ნუ დასცინით, შუღლს ნუ აღვივებთ”, – ამატებს სანიკიძე.
სააკაშვილი კიევში გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა