ოთხმა დევნილმა ოჯახმა გამოიკვლია შესაძლებლობები და გადაწყვიტა გაერთიანება ზუთხის სატბორე მეურნეობის დასაარსებლად. მათ შეიძინეს 0.4 ჰა მიწა მდინარის პირას, გორთან ახლოს და დააარსეს კომპანია. ეს არის საუკეთესო მაგალითი, რომ კარგად გამიზნული ფინანსური და ტექნიკური დახმარება ხელს უწყობს დევნილთა ოჯახური მეწარმეობის განვითარებას.
თევზის სატბორე მეურნეობის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი დაესწრნენ.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.







