“საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ახლოდან აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს”, – წერს თვითერზე ამნესტი ინტერნეიშენალის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, დენიელ ბალსონი მას შემდეგ, რაც 26 ნოემბრის ღამეს თბილისში დემონსტრანტები სპეცრაზმმა წყლის ჭავლით დაშალა.

მისი პოსტის ადრესატები საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და აშშ-ში საქართველოს საელჩოა.

მას მაგალითად მოჰყავს ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის  გამონათქვამი, რომელიც წერდა, რომ  შოკირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის ჩაგდებით.

წუხანდელი აქციის დაშლამდე რამდენიმე წუთით ადრე კი  დენიელ ბალსონი წერდა:

“შეირაღებულმა ძალებმა პატივი უნდა სცენ დემონსტრანტების მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის უფლებას”.

26 ნოემბერს, გამთენიისას სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა აქციის მონაწილეები. აქციის დარბევისას დაშავდა ოთხი და დააკავეს 28 ადამიანი.