ახალი ამბები

სრული სოლიდარობა აქციის მონაწილეებს – “სალობიე ბიას” მფლობელი

26 ნოემბერი, 2019 • 2758
სრული სოლიდარობა აქციის მონაწილეებს – “სალობიე ბიას” მფლობელი

სალობიე ბიას ერთ-ერთი მფლობელი, შეფმზარეული გიორგი იოსავა მომიტინგეებს სოლიდარობას უცხადებს. როგორც ცნობილია, დღეს ამ დაწესებულებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტუმრა, შენობის გარეთ კი მომიტინგეები შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.

“გავედი თუ არა ქალაქიდან, ჩემ სალობიე “ბია”ს ესტუმრა სალომე “ბუა”
სრული სოლიდარობა აქციის მონაწილეებს. #სტუმარიღვთისაა”, – წერს გიორგი იოსავა ფეისბუკზე.

პრეზიდენტმა პოლიციის დახმარებით დატოვა სალობიე, სადაც მომიტინგეებმა ჯონჯოლი მიუტანეს

მასალების გადაბეჭდვის წესი