ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორი მეორეა დღეა უშუქოდაა – ელექტროენერგიის გარეშეა საავადმყოფოც

25 ნოემბერი, 2019 • 2109
ახალგორი მეორეა დღეა უშუქოდაა – ელექტროენერგიის გარეშეა საავადმყოფოც

ახალგორის მოსახლეობას 36 საათზე მეტია ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგიისა და, შესაბამისად, გათბობის გარეშეა დარჩენილი საავადმყოფოც.

ტელეფონისა და ინტერნეტის გარეშე დარჩენილი  მოსახლეობისთვის უცნობია ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი.

სამი თვეა ახალგორის რაიონი ისედაც ფაქტობრივად იზოლირებულია.  დე ფაქტო ხელისუფლებამ რაიონის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტა და მის გახსნას 6 სექტემბრისთვის აპირებდა, თუმცა პირობა არ შეასრულა. ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა. ცხინვალში აყენებენ ულტიმატუმს, რომ სანამ ქართული მხარე წნელისთან ახლად გახსნილ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი