ახალი ამბები

თალაკვაძე ამბობს, რომ იტალიაში პირად საქმეზე, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა

24 ნოემბერი, 2019 •
თალაკვაძე ამბობს, რომ იტალიაში პირად საქმეზე, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ იტალიაში პირად საქმეზე ოჯახური ვიზიტით იმყოფებოდა. პარლამენტის თავმჯდომარის იტალიაში, კომოს ტბაზე ვიზიტის შესახებ ინფორმაცია რამდნიმე ტელევიზიამ გაავრცელა.

“უნდა ვთქვათ, გაკეთბული სიუჟეტით რა სურდათ რომ ეთქვათ საზოგადოებისთვის… თითქოს პარლამენტის თავმჯდოამრე გაფრინდა კომოს ტბაზე, ისვენებს ბიუჯეტის ხარჯზე, სხვა არაფერი აინტერესებს. რეალურად, დარჩა მხოლოდ ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს უკვე იყო სასმახურში.

მე პირადად ძალიან აღმაშფოთა როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს. მე როგორც თავმჯდომარე, სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველდღე და არანაირი პოლიტიკური შატალო აქ არ ყოფილა” – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე “იმედთან”.

რაც შეეხება ვიდეომიმართვას, რომელიც თალაკვაძემ თავად გაავრცელა და აცხადებდა, რომ კომოს ტბაზე კი არა, პარლამენტში საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს იყო პასუხი ე.წ. ფეიკ ნიუსზე:

“ამ ვიდეოჩართვის გავრცელება აშკარაა, არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ისტერიული ფონის გასანეიტრალებლად, თუმცა ეს იყო პასუხი იმ მომენტსი ფეიკ ნიუსზე, კომოში ვისვენებდი თუ პარლამენტში ვიყავი” – ამობს თალაკვაძე “იმედის” ეთერში.

სად იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე? – თალაკვაძეს ბილეთის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი