ახალი ამბები

“დროის გაწელვაა, ჩვენ ამას არ მივიღებთ” – ვაშაძე პლებისციტზე

24 ნოემბერი, 2019 • 1791
“დროის გაწელვაა, ჩვენ ამას არ მივიღებთ” – ვაშაძე პლებისციტზე

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებას გადაწყვეტს, ოპოზიცია ამაზე არ დათანხმდება, რადგან მიიჩნევს, რომ ამ გზით “ქართული ოცნება” დროის გაწელვას შეეცდება საბოლოო ჯამში კი ხალხი კვლავ მოტყუებული დარჩება:

“ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დროის გაწელვის საკითხი. ქართულ ოცნებას ძალიან ეშინია მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის, რაც ჩვენ დავიწყეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სწორი გზით მივდივართ. ეს ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ რეალურად გაითვალისწინონ ხალხის ნება და არა უბრალოდ რაღაცა მექანიზმები შექმნან იმისთვის, რომ გაწელონ როგორმე პროცესი. პროცესი სწორად მიდის, ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა და საბოლოო გმაარჯვება იქნება, როცა ივანიშვილისგან გავათავისუფლებთ ამ ქვეყანას.

არის კონკრეტული მოთხოვნები, რაც შეეხება ქართული ოცნების ამ წინადადებას, ჯერ ერთი, მე მგონია ამაზე არ წავლენ, რადგან უარესად დაუბრუნდებათ. ჩვენ ამას არ მივიღებთ. ახლა შევიდეთ რაღაც პლებისციტში, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, ამის შემდეგ კიდევ ვენდოთ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, რომ ისინი რამეს მიიღბენ… ხომ გესმით, რომ ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და ჩვენ აბსურდში მონაწილეობას არ ვაპირებთ” – ამბობს გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

მისი თქმით, ოპოზიციის გეგმები უცვლელია და 25 ნოემბერს 7 საათზე აქცია კვლავ გაიმართება, რასაც პარლამენტის პიკეტირება მოწყვება. ვაშაძის თქმით, ოპოზიცია არ მისცემს მმართველ პარტიას 26 ნოემბერს პარლამენტის პლენარული სხდომის ჩატარების საშუალებას და ამბობს, რომ თუ “ქართული ოცნება” სხდომის ჩატარებას აქტივისტების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გადაწყვეტს, კვლავ სპეცრაზმის საშუალებით მოუწევს ამის გაკეთება.

საარჩევნო სისტემაზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების” დეპუტატი აკაკი ზოიძე გამოვიდა.

ვრცლად წაიკითხეთ:

ზოიძე უმრავლესობაში რჩება და პროპორციულზე პლებისციტის ჩატარებას ითხოვს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი