ახალი ამბები

“კმარა არჩევნები არჩევანის გარეშე” – ბექა ნაცვლიშვილმა პროპორციულის მოთხოვნით აქცია გამართა

24 ნოემბერი, 2019 • 2036
“კმარა არჩევნები არჩევანის გარეშე” – ბექა ნაცვლიშვილმა პროპორციულის მოთხოვნით აქცია გამართა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს. აღნიშნული განცხადება ნაცვლიშვილმა თბილისის საკონცერტო დარბაზთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა. ნაცვლიშვილი 2020 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითხოვს:

“დღეს ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ პროპორციული არჩევნები არაა, დღესვე ჩვენ ვითხოვთ რისთვის გვჭირდება ეს პროპორციული არჩევნები. დღესვე უნდა განაცხადოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რისთვის სჭირდება ეს პროპორციული არჩევნები მხოლოდ პარლამენტში მოსახვედრად, თუ რაიმე ცვლილებისთვის.

დღეს ჩვენ უკვე კონკრეტულად მოთხოვნებს ვაყენებთ. პირველი ეს არის მინიმალური ხელფასი, მეორე ესაა ღირსეული შრომის პირობები, მესამე ესაა უკეთესი ეკოლოგიური გარემო, სოლიფარობაზე დაფუძნებული საპენსიო რეფრომა, საბინაო პოლიტიკა, აზარტული თამაშების შეზღუდვა და სოციალური სამართლიანობა” – თქვა ბექა ნაცვლიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი