Interviewsახალი ამბები

ზურაბიშვილი: მოვუწოდებ ყველას, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე

23 ნოემბერი, 2019 • 2083
ზურაბიშვილი: მოვუწოდებ ყველას, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე

“მინდა მოვუწოდო ყველას,  პარლამენტში – იქ, სადაც საამისო ადგილია, მოინახოს გამოსავალი, რომელიც, ალბათ, ყველას ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ შესაძლებელს გახდის  დაძაბულობის განმუხტვას”, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 23 ნოემბერს და დასძინა: 

“და, რაც მთავარია, მოვუწოდებ ყველას, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება სამართლიანი არჩევნების გზით, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი  ნება. ეს იქნება გამარჯვება, ეს იქნება გიორგობის გამარჯვება”. 

პრეზიდენტმა ეს განცხადებები ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც ვეტერანები დააჯილოდოვა. 

ზურაბიშვილმა ეკლესია და ცხინვალში დაკავებულ ქართველ ექიმზეც გააკეთა მოკლე განცხადება: 

“დღეს კიდევ ერთხელ ებრძვიან ეკლესიას, რომლის ირგვლივაც ქართველები ყოველთვის იკრიბებოდნენ და იკვრებოდნენ განსაცდელის დასაძლევად; ებრძვიან ეკლესიას, რომელზეც იდგა და დგას საქართველოს დამოუკიდებლობა.

ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ, დღეს განსაკუთრებით, მოვუწოდო ყველას: დაპირისპირების დრო არ არის, მით უმეტეს მაშინ, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყოველდღიური გამოწვევების წინაშე ვართ; როდესაც ვხედავთ, თუ როგორ იყენებს ზოგი ჩვენს დღევანდელ დასუსტებას. დაპირისპირების დრო არ არის  მაშინ, როდესაც ცხინვალში ჩვენი ღირსეული ექიმის გათავისუფლებისთვის უნდა იყოს მიმართული ჩვენი საყოველთაო ძალისხმევა და ეს ამოცანა უნდა გვაერთიანებდეს”. 

ეს არ არის დაუძლეველი სირთულე ან დემოკრატიის დასასრული – ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი