ახალი ამბები

სულაშვილი თვალის დაკარგვიდან ხუთი თვის შემდეგ სცნო პროკურატურამ დაზარალებულად

23 ნოემბერი, 2019 • 1758
სულაშვილი თვალის დაკარგვიდან ხუთი თვის შემდეგ სცნო  პროკურატურამ დაზარალებულად

მთავარი პროკურატურა 23 ნოემბერს განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც  დაზარალებულად ცნეს გიორგი სულაშვილი. სულაშვილმა თვალი 21 ივნისს, თბილისში დემონსტრაციის დარბევისას დაკარგა.

“2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი გიორგი სულაშვილი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედებაგამოკითხულია 700-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის  შესახებაც  საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია”, – აცხადებს პროკურატურა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი