ნეტგაზეთი | დასავლეთში არსებობს კითხვები და შეშფოთება საქართველოზე- უილიამ კორტნი დასავლეთში არსებობს კითხვები და შეშფოთება საქართველოზე- უილიამ კორტნი – Netgazeti

დასავლეთში არსებობს კითხვები და შეშფოთება საქართველოზე- უილიამ კორტნი

”დასავლეთში არსებობს შეშფოთება, [საქართველოს] დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ – დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო 20-21 ივნისს, მათ შორის – რეზინის ტყვიების გამოყენება. ასევე, რამდენიმე დღის წინ ძალადობაზე და წყლის ჭავლის გამოყენებაზე. ეს არ მოდის შესაბამისობაში იმასთან, რასაც ადამიანები დასავლეთში მოელიან საქართველოსგან. ისინი ფიქრობდნენ, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება ამ ეტაპს გასცდა”, – განაცხადა აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ “ამერიკის ხმასთან” საუბარში. 

ამერიკის ხმის ცნობით, კორტნი ასევე ამბობს: 

“დასავლეთში არსებობს კითხვები და შეშფოთება. ასევე არსებობს რწმენა, რომ საქართველო არის დემოკრატიულ გზაზე, თუმცა ისინი განიხილავენ ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, როგორც უკუსვლას. დასავლეთში ამ მოვლენებს აღიქვამენ, როგორც ნიშანს, რომ ხალხსა და მთავრობას შორის უფსკრული გაღრმავდა. შესაძლოა მთავრობა ვერ ხედავს, თუ როგორი ფართოა ეს სიცარიელე ხალხისა და მთავრობის მოლოდინებს შორის“. 

კორტნის კომენტარი ამერიკის ხმამ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის დროს ჩაწერა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი