დიდი ზომის სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 777-300, რომელიც ლოს-ანჯელესიდან (აშშ) ფილიპინების დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში აეროპორტში ავარიულად დაეშვა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 21 ნოემბერს მოხდა.
თვითმფრინავს, რომლის ბორტზეც 342 ადამიანი იმყოფებოდა, მარჯვენა ძრავი დაუზიანდა. ცეცხლმოდებული ძრავი ერთ-ერთმა თვითმხილველმა ვიდეოზე გადაიღო. ინციდენტი გადაიღო თვითმფრინავში მყოფმა მგზავრმაც.
ავარიულად დაშვებულ თვითმფრინავს ლოს-ანჯელესის აეროპორტში სასწრაფო-სამაშველო სამსახურები დახვდნენ, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.