ახალი ამბები

აქციაზე დაკავებული 25 პირის პროცესი გაურკვეველი დროითაა გადადებული

21 ნოემბერი, 2019 • 824
აქციაზე დაკავებული 25 პირის პროცესი გაურკვეველი დროითაა გადადებული

18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული 25 პირის სასამართლო პროცესი უცნობი დროითაა გადადებული. “გადაინიშნა სხვა დროისთვის“ – გვპასუხობენ სასამართლოში და ამბობენ, რომ სხვა დეტალებზე ჯერჯერობით საუბარი არ შეუძლიათ.

სასამართლო სხდომა გუშინ, 21 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მხოლოდ გვიან ღამით მორჩა. სასამართლომ ათ დაკავებულს, მათ შორის ზუკა ბერძენიშვილს, პატიმრობა შეუფარდა, ერთს- სიტყვიერი გაფრთხილება, ერთს კი- 1000-ლარიანი ჯარიმა.

“მონა” – სკანდირებდნენ დარბაზში და მის მიმდებარედ შეკრებილი მხარდამჭერები მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის მისამართით, რომელმაც ეს გადაწყვეტილება გამოიტანა. ეს ერთი მოსამართლე იხილავს 37 დაკავებულის საქმეს.

18 ნოემბრის აქციის დაშლისას პარლამენტთან 37 პირი დააკავეს, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებიან.

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 6 პირი გაათავისუფლეს, პროცესი გადაიდო

მასალების გადაბეჭდვის წესი