ახალი ამბები

ჯაში პროპორციულის ჩაგდებაზე: რთულია დაიჯერო, რომ ეს იყო დამოუკიდებელი მოქმედება

20 ნოემბერი, 2019 • 906
ჯაში პროპორციულის ჩაგდებაზე: რთულია დაიჯერო, რომ ეს იყო დამოუკიდებელი მოქმედება

დეპუტატი მარიამ ჯაში, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, ტელეკომპანია “პირველთან” ამბობს, რომ ძნელი დასაჯერებელია დამოუკიდებლად მოქმედებდა დეპუტატების ის ჯგუფი, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

დეპუტატი ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, უმრავლესობა პარტიის ლიდერშიფს გადაწყვეტილების მიღებისას პრაქტიკულად ყოველთვის ეთანხმებოდა:

“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და იმ განცხადებების საფუძველზე, რაც მოსმენილი მაქვს, არასდროს ბატონ ბიძინას და უმრავლესობის ლიდერებს არ გაუკეთებიათ საწინააღმდეგო. მაგრამ, ვიცით რა, არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, რომ უმრავლეოსობა პრაქტიკულად ყოველთვის ეთანხმდებოდა პოლიტიკურ ლიდერშიფს გადაწყვეტილებებში, რთულია დაიჯერო, რომ ეს იყო დამოუკიდებელი მოქმედება” ,- ამბობს ჯაში.


14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი