ახალი ამბები

ეს არ არის ის პარტია, რომელიც ჩემი ბავშვობის ოცნება იყო – კაკულია “ოცნებაზე”

20 ნოემბერი, 2019 • 1701
ეს არ არის ის პარტია, რომელიც ჩემი ბავშვობის ოცნება იყო – კაკულია “ოცნებაზე”

დეპუტატი რომან კაკულია ტელეკომპანია “პირველთან” განმარტავს, თუ რატომ არ დატოვა “ქართული ოცნება” და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” მაშინ უნდა შეიცვალოს, როცა მოვა ძალა, რომელიც უკეთეს მოცემულობას მოიტანს:

“ვიფიქრე – კარგი, მე წავედი, გამომყავს სხვები, ჩავარდა ბიუჯეტი, საერთოდ ჩამოიქცა ქართული ოცნება – რა ხდება მერე? გავიხედე გარეთ, ვნახე გამომსვლელები. თქვენ შეაფასეთ, რამდენად შეიძლება, ზოგიერთ მათგანს ქვეყანა ანდო .

მე ვარ ჩემს პოზიციაზე, “ქართულ ოცნებაშიც” ვარ, რა თქმა უნდა, თუმცა ეს არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ასეთ უერთიერთობაში ყოფნა. რაც გვანდო ამომრჩეველმა იმ დროს და გვითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე არ მომწონს თქვენი, ის იმდენად არ მინდა, მირჩევნია ისევ თქვენ აგიტანოთ. ამ მოთხოვნისათვის მე რა პასუხი უნდა გამეცა” ,- ამბობს კაკულია ტელეკომპანია “პირველთან”.

რომან კაკულია საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება

მასალების გადაბეჭდვის წესი