ახალი ამბები

როგორც თქვენ არ გინახავთ თვალით ის იარაღი, ისე მე – რურუა მოსამართლეს

20 ნოემბერი, 2019 • 2605
როგორც თქვენ არ გინახავთ თვალით ის იარაღი, ისე მე – რურუა მოსამართლეს

“მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა იარაღის უკანონოდ ტარებას არ აღიარებს. სასამართლო პროცესზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა მას ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს და მისი ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს. ასევე, მისი ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ.

“როგორც თქვენ არ გინახავთ ის იარაღი თვალით, ისე მე არ მინახავს. სამმართველოში მისულს განმიცხადეს, რომ იარაღი თქვენგან ამოვიღეთო. არ მომცეს ადვოკატთან დარეკვის უფლება, ჩემი ნების წინააღმდეგ ჩამიტარეს ჩხრეკა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ პოლიციამ ამიღო კისრის არიდან დნმ-ის სინჯი”, – განაცხადა გიორგი რურუამ.

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 18 ნომებერს დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი