ახალი ამბები

ფრენის გაუქმების გამო რეჟისორი სტივენ ფრირზი თბილისში კინოფესტივალს ვერ დაესწრება

20 ნოემბერი, 2019 • 1422
ფრენის გაუქმების გამო რეჟისორი სტივენ ფრირზი თბილისში კინოფესტივალს ვერ დაესწრება

იმის გამო, რომ ქართულმა ავიაკომპანია “Georgian Airways-მა” თბილისი-ლონდონი-თბილისის რეისი გააუქმა, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალს ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი სტივენ ფრირზი ვერ დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ავრცელებს:

“ფესტივალს დაგეგმილი ჰქონდა რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა და მისთვის “საპატიო პრომეთეს” გადაცემა. სამწუხაროდ, დაჯილდოვება და რეჟისორთან შეხვედრა აღარ შედგება, რისთვისაც კინოფესტივალი ბოდიშს უხდის თავის მაყურებელს”, – წერია კინოფესტივალის მიერ გავრცელებულ განცხადებში.

“ჯორჯიან ეარვეისმა” გააუქმა ავიარეისების ნაწილი ევროპის არაერთი მიმართლებით, რის მიზეზადაც კომპანიაში ბილეთების საკმარისი რაოდენობის ვერგაყიდვა და, შესაბამისად, არარენტაბელობა დაასახელეს.

ნახეთ ვრცლად:

როდესაც საკმარისი ბილეთები არ იყიდება, ფრენა უქმდება – Georgian Airways

მასალების გადაბეჭდვის წესი