ახალი ამბები

აქციის დაშლისას დაკავებულთა კიდევ ერთი პროცესი გადაიდო

19 ნოემბერი, 2019 • 1225
აქციის დაშლისას დაკავებულთა კიდევ ერთი პროცესი გადაიდო

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული კიდევ 8 პირის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 საათით გადაიდო. ამ დროისათვის [20:10] წინა გადადებული სხდომებიც არ ჩატარებულა.

გუშინ დაკავებულთა საქმეებს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე ვალერი ფილიშვილი გაერთიანებულად განიხილავს. დღეს აღნიშნულმა მოსამართლემ კიდევ ორი პროცესი გადადო. თითოეულ ამ პროცესზე 6 დაკავებულის საქმეს განიხილავენ.

ყველა საქმეს ერთი და იგივე მოსამართლე განიხილავს.

დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლო პროცესის ხელოვნურად გაწელვას ცდილობს, რათა დაკავებულებმა დღეს, 19 საათზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა ვერ შეძლონ. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ დაკავებულები სრულყოფილად ვერ სარგებლობენ დაცვის უფლებით, არ აქვთ მტკიცებულებების გაცნობისა და მოძიების საშუალება.

18 ნოემბრის აქციის დაშლისას პარლამენტთან 37 პირი დააკავეს, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი