ახალი ამბები

საერთაშორისო სოლიდარობა თვალახვეული ფოტოებით პალესტინელ ფოტოგრაფს

19 ნოემბერი, 2019 • 697
საერთაშორისო სოლიდარობა თვალახვეული ფოტოებით პალესტინელ ფოტოგრაფს

პალესტინელმა ფოტოგრაფმა, რომელიც ისრაელელმა ჯარისკაცმა თვალში დაჭრა, მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ფოტოგრაფისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით ჟურნალისტები სოციალურ ქსელებში აქტიურად ათავსებენ საკუთარ თვალახვეულ ფოტოებს.

გამოცემა “პალესტინის ქრონიკების” ინფორმაციით, 35 წლის ფოტოჟურნალისტი, მოათ ამარნე მაშინ დაიჭრა, როდესაც დასავლეთ სანაპიროს (West Bank) ტერიტორიაზე მიმდინარე დემონსტრაციას აშუქებდა. დემონსტრანტები ისრაელელი ჯარისკაცების მიერ ადგილობრივი მიწების კონფისკაციას აპროტესტებდნენ.

ონლაინ კამპანია ჰეშთეგებით MuathEye, EyeofTruth და MoathAmarneh ორი დღეა მიმდინარეობს. ჟურნალისტები და აქტივისტები თავიანთ ფოტოებს ფოტოჟურნალისტის ფოტოებთან ერთად ავრცელებენ.

როგორც მოათ ამარნემ საერთაშორისო გამოცემას AFP (Agence France-Presse) უთხრა, პრესის ჟაკეტი ეცვა და სპეციალური ჩაფხუტიც ეფარა.

ფოტო: Middle East Monitor

მასალების გადაბეჭდვის წესი