ახალი ამბები

“სრული სისულელე” – სალომე ბარკერი მოლოტოვის კოქტეილებზე

18 ნოემბერი, 2019 •
“სრული სისულელე” – სალომე ბარკერი მოლოტოვის კოქტეილებზე

რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი (ქვეყნის სამსახურში) სალომე ბარკერი ამბობს, რომ დეპუტატ რომან კაკულიას განცხადება, თითქოს მას აქვს დაუზუსტებელი ინფორმაცია აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების არსებობის შესახებ,  სისულელეა.

“წარმოდგენა არ მაქვს, რაზე საუბრობს ამ შემთხვევაში უმრავლესობის დეპუტატი – რა მოლოტოვის კოქტეილები და ჩაქუჩები?!”.

მისი თქმით, თუ საუბარია იმ ტომრებზე, რომლებიც აქციაზე მიიტანეს – იქ არა იარაღი ან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, არამედ ქვიშა იყო კარვების გასამაგრებლად.

“ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ დაუზუსტებელი ინფორმაცია მაქვსო… თან არ მინდა თქმა და თან ვამბობო… მოდი რა, დააზუსტე ჯერ ჯიგარო და მერე ილაპარაკე”, – ამატებს ბარკერი.

ამავე თემაზე

აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ნაგვით პარლამენტის უკან სამანქანო გზა გადაკეტეს

მასალების გადაბეჭდვის წესი