ახალი ამბები

წყლის ჭავლით დემონსტრანტების დაშლის შემდეგ პარლამენტში ბიუროს სხდომა იმართება

18 ნოემბერი, 2019 • 1555
წყლის ჭავლით დემონსტრანტების დაშლის შემდეგ პარლამენტში ბიუროს სხდომა იმართება

პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის შემდეგ პარლამენტში ბიუროს სხდომა იმართება. ბიუროს სხდომაზე ჟურნალისტები არ დაუშვეს და განუცხადეს, რომ ბიუროს სხდომა “მეორე არხის” და საქართველოს პარლამენტის ფეისბუქ გვერდის პირდაპირი ეთერით გაშუქდება.

ბიუროს სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვება.

ბიურო დღის 15.00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა პარლამენტთან 17 ნოემბერს შეკრებილი დემონსტრანტები, რომლებმაც შენობის შესასვლელები ჩაკეტეს, ცდილობდნენ უმრავლესობის დეპუტატებისთვის არ მიეცათ ბიუროს სხდომის გამართვის შესაძლებლობა.  სპეციალური დანიშნულების რაზმმა ისინი ძალის გამოყენებით, წყლის ჭავლით დაშალა, რა დროსაც ოცზე მეტი პირი, მათ სორის ოპოზიციის ლიდერები დააკავეს.

ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო ბიუროს სხდომა, რომელზეც არჩილ თალაკვაძემ იმაზე ისაუბრა, რომ 2024 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.

მასობრივი, მრავალათასიანი დემონსტრაცია თბილისში მოყვა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას პარლამენტში. ცვლილებები ითვალისწინებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასცლას 2020 წლიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი