აქციის დაშლისას, სავარაუდოდ, დაკავებულია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე. ინფორმაციას ამის შესახებ ნეტგაზეთს თვითმხილველები აწვდიან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციაზე დააკავეს ენმ-ის წევრი ირაკლი ნადირაძე, “გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა მაქარაშვილი.

გარდა ამ ადამიანებისა, სამართალდამცველებმა დააკავეს ზუკა ბერძენიშვილიც.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა – ვიდეო