ახალი ამბები

ჯანმრთელობის გაუარესების გამო კირკიტაძე შიმშილობას წყვეტს – ენმ

23 დეკემბერი, 2022 • 767
ჯანმრთელობის გაუარესების გამო კირკიტაძე შიმშილობას წყვეტს – ენმ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაციას პარტია ადასტურებს.

კირკიტაძე სხვა დეპუტატებთან ერთად პარლამენტში 15 დეკემბრიდან შიმშილობდა

ენმ-ის ინფორმაციითვე, კირკიტაძე ამ ეტაპისთვის „ნიუ ჰოსპიტალშია“ გადაყვანილი.


მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტში თავდაპირველად სამი დეპუტატი (დავით კირკიტაძე, ანა წითლიძე და აბდულა ისმაილოვი) შიმშილობდა, შემდგომ დაემატა თემურ ჯანაშიაც.

ამ ეტაპზე პარლამენტში ორი დეპუტატი – ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი