ახალი ამბები

“ხვალ პარლამენტის ბიუროს სხდომა არ ჩატარდება” – აქციის ორგანიზატორები

17 ნოემბერი, 2019 • 1080
“ხვალ პარლამენტის ბიუროს სხდომა არ ჩატარდება” – აქციის ორგანიზატორები

“ხვალ, 15:00 საათზე, დანიშნული ბიუროს სხდომა არ ჩატარდება”, – განაცხადეს პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა.

ერთ-ერთი მათგანის, ზუკა ბერძენიშვილის თქმით, საჭიროა, აქციის მონაწილეები დღეს და ხვალინდელი ღამის განმავლობაში დარჩნენ პარლამენტთან და განაგრძონ შენობის პიკეტირება, რათა პარლამენტში ხვალ დაგეგმილი ღონისძიებები არ შედგეს.

აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. ხვალ, 12:00 საათზე პარლამენტში ჩანიშნულია რეგიონული განვითარების კომიტეტის სხდომა, 15:00 საათზე კი – ბიუროს სხდომა.

მომდევნო პლენარულ სესიაზე პარლამენტი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი