ახალი ამბები

ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას – კაკულია

17 ნოემბერი, 2019 • 1052
ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას – კაკულია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი რომან კაკულია ამბობს, რომ პარლამენტის ბლოკირება უნდა მოიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

მეტიც, კაკულიას თქმით, საკონსტიტუციო ორგანოს შესასვლელების ჩაკეტვით ზიანდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობა.

“დღეს ხელისუფლებას სურს კონცენტრირდეს მხოლოდ იმ მოთხოვნებზე, რაც ოპოზიციამ წამოაყენა. ჩვენც უნდა გადავიდეთ იმ რეჟიმში, როცა ჩვენი პოზიცია უნდა გამოვხატოთ. აქედან გამომდინარე, როცა კონსიტუციური შენობის ბლოკირებას იწყებ, ჭრის იმ გზას, რომელიც დიალოგისკენ მიდის. პარლამენტის ბლოკირების დაშვება არ შეიძლება და ვინც ამას აკეთებს, დიალოგის გზას ჭრის. ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას, რადგან ამ შემთხვევაში ხელისფლება მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია”,-აცხადებს კაკულია.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელს ბოქლომი დაადეს. ამასთან, შესასვლელებთან გაშლილია კარვებიც. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ამ გზით პარლამენტის წევრებს შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცემენ.

“გაიგეთ, ქართული ოცნების უმრავლესობაში ვინ დარჩით – თქვენ ხვალიდან ამ შენობაში [პარლამენტში] მუშაობას ვერ გააგრძელებთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი