ახალი ამბები

ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას – გრიგოლ ვაშაძე

17 ნოემბერი, 2019 • 1117
ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას – გრიგოლ ვაშაძე

“ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას”, – განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას  ენმ-ის  ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წის მიმდინარე მრავალათასიან დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

“ამ ორგანომ [პარლამენტმა] თავისი ფუნქცია დაკარგა. ამაღამ გამოჩნდება, რისი გამკეთებლები ვართ”, – განაცხადა ვაშაძემ და ხელისუფლების წარმომადგენლობას მოუწოდ,ა იუთუბზე უყურონ ნიურნბერგის პროცესებს.

პარლამენტთან მრავალათასიანი დემონსტრაცია მიმდინარეობს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, რომელშიც ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები  და  სამოქალაქო აქტივისტები მონაწილეობენ.

 


ცოტა ხანში ცალკე აქციის გამართვას გეგმავს პატრიოტთა ალიანსი ასევე პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით. პატრიოტთა ალიანსის აქციას “ქართული მარშიც” უერთდება.

 

ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა აღკვეთილი იქნება – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი