„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (
კვლევა დღეს, 5 აპრილს გამოქვეყნდა.
კვლევის თანახმად, გამოკითხულდა 45% არ ემხრობა ვადამდელ არჩევნებს, აქედან 33% ამბობს, რომ კატეგორიულად არ ემხრობა, 12% კი, ნაწილობრივ.
პარალელურად, იგივე რაოდენობა ეთანხმება ვადამდელ არჩევნებს, კერძოდ, 25% აბსოლუტურად ეთანხმება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, 20% კი- ნაწილობრივ. 9%-ს პასუხი არ აქვს.
ამ გრაფაში პასუხები ზუსტად 100%-ზე არ ჯამდება. როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, ეს მოხდა იმიტომ, რომ პროცენტულობა საბოლოოდ დამრგვალდა.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ.
მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.