ახალი ამბები

3% რომც ავიღოთ, რიგგარეშე არჩევნები მაინც არ დაინიშნება – კობახიძე

30 ივლისი, 2021 • 1685
3% რომც ავიღოთ, რიგგარეშე არჩევნები მაინც არ დაინიშნება – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული.

„რომც ავიღოთ 3% „ლელოსავით“, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. 93% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება არჩევნები“, – განაცხადა კობახიძემ 30 ივლისს, ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

28 ივლისს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა გადაწყვეტილება, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება დატოვოს.

ამასთან, „ქართულმა ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

30 ივლისს, როდესაც კობახიძეს ეს განცხადება გაახსენეს ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსმა თქვა, რომ ეს „ნებისმიერ დროს“ განიხილება:

„ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს, თუ დავინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული იმისთვის, რომ ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში, ამ შემთხვევაში, ყველაფრისგან დამოუკიდებლად, ჩვენ, ჩვენი კეთილი ნებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას“, – თქვა კობახიძემ.

„ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება ჩაშალა – რას უნდა ველოდოთ

მასალების გადაბეჭდვის წესი