ახალი ამბები

ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, პენსიები უნდა რიგდებოდეს – მაჭავარიანი

15 ნოემბერი, 2019 • 949
ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, პენსიები უნდა რიგდებოდეს – მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში 2020 წლის ბიუჯეტზე ისაუბრეს. მისივე თქმით, მიუხედავად პოლიტიკური სიტუაციისა, სახელმწიფომ საკუთარი ფუნქციები უნდა შეასრულოს და ამისთვის ბიუჯეტის მიღება აუცილებელია.

“რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს 2020 წლის ან 2024 წლის არჩევნები, ნებისმიერ შემთხვევაში  ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, პენსიები უნდა რიგდებოდეს, სახელმწიფო უნდა ფუნქციონირებდეს. ყველა ის მთავარი ფუნქცია, რაც სახელმწიფოს აქვს, სრულფასოვნად უნდა ფუნქციონირებდეს. ჩემთვის, როგორც ფინანსთა მინისტრისთვის, ეს ყველაზე მთავარია. პოლიტიკური პერიპეტიები ამ ქვეყანაში იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში და ალბათ მომავალშიც იქნება, თუმცა მთავარია, სახელმწიფომ საკუთარი ფუნქციები შეასრულოს”,-აცხადებს მაჭავარიანი.

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი