ახალი ამბები

დღეს რუსთაველზე მოეწყობა კარვების ქალაქი – შოთა დიღმელაშვილი

14 ნოემბერი, 2019 • 1276
დღეს რუსთაველზე მოეწყობა კარვების ქალაქი – შოთა დიღმელაშვილი

პარლამენტან აქციების ციკლის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ დღეს საღამოს რუსთაველზე, პარლამენთან კარვების ქალაქი მოეწყობა და იქამდე არ დაიშლება, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

„დღეს რუსთაველზე გაიშლება ბანაკი, მოეწყობა კარვების ქალაქი. ჩვენ არ ვიშლებით მანამ, სანამ არ მივიღებთ იმას, რასაც შეგვპირდნენ [პროპორციულ არჩევნებს]“, — განაცხადა დიღმელაშვილმა.


დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ.

ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო. ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი